ახალი ამბები
დღეიდან მთელს საქართველოში დათბება
მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან ტემპერატურა მოიმატებს. სინოპტიკოსების ვარაუდით, უნალექო ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +12 +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, 4 იანვარს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით მოიმატებს და +18 გრადუსამდე დათბება.

5 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში კი, სავარაუდოდ, მოთოვს. ამავე დღეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

Print