ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის ააიპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელების ვინაობა ცნობილია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელების უმრავლესობა უკვე დაინიშნა. მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ  ქალაქსა და თემში არსებული 28-დან მერიის დაქვემდებარებაში სულ 9 ააიპ და 3 შპს იფუნქციონირებს.

ააიპ-ებს უხელძღვანელებენ:

ბოტანიკური ბაღების გაერთიანება - ზვიად ქარჩავა (ააიპ განმუხურის ბოტანიკური ბარის ყოფილი უფროსი)

დასუფთავების სამსახური - ნუგზარ მალაშხია (თემში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ნანა ოდიშარია (თემში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

სპორტის განვითარების ცენტრი - დავით კვაშილავა (თემში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი - ხათუნა თოლორაია (ამავე ააიპ-ის ყოფილი თანამშრომელი)

ზუგდიდის გაერთიანებული ბიბლიოთეკა - მადონა მაქაცარია (თემში ამავე აიპის ყოფილი უფროსი)

მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე (რომელიც პირველ და მეორე სამუსიკო, საგუნდო და სამხატვრო სკოლებს აერთიანებს) - ნინელი ჭითანავა (ქალაქში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

კეთილმოწყობის სამსახური - ნოე პერტაია (თემში ამავე სამსახურის ყოფილი უფროსი)

ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი - მანუჩარ სამუშია

რაც შეეხება შპს-ებს, დირექტორი სამიდან მხოლოდ ერთ მათგანში შეიცვალა:

"anaklia-ganmuxuri resorts2 "- ბესიკ თოდუა

მუნიციპალური ტრანსპორტი- ბადრი ნემსაძე

ზუგდიდაგროსერვისი - გონელ ნაჭყებია (წინა მოწვევის საკრებულოს წევრი“ქართული ოცნებიდან“)

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ  რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.