რეგიონი
ზვავში მოყოლილი ერთ-ერთი ტურისტი შესაძლოა ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოიყვანონ
ზვავში მოყოლილი ტურისტებიდან ორს მესტიის საავადმყოფოში ამ წუთებში შესაბამის სამედიცინო დახმარება უტარდება. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, შესაძლოა ერთ-ერთი დაშავებულის ზუგდიდის ან ქუთაისის ჰოსპიტალში გადაყვანა გახდეს საჭირო.

„ერთს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მეორეს სავარაუდოდ კისრის მალები აქვს დაზიენებული. აქ არის ტრავმატოლოგთა ჯგუფი, შევხედავთ თუ იქნება საჭირო ადგილზე ჩაუტარებთ ოპერაციას, გვაქვს ამის საშუალება. რაც შეეხება მეორეს, შესაძლებელია მისი ზუგდიდის ან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანა გახდეს საჭირო“, - ამბობენ მესტიის საავადმყოფოში.

კურორტ „თეთნულდზე“ მყოფი, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე ტურისტი თოვლში ჩარჩა, მისი გადარჩენა საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოახერხეს. 



Print