ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ გაიყიდა
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100%-იანი წილი 61 000 ლარად გაიყიდა. ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შესყიდვის საწყისი ფასი 60 000 ლარი იყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოცხადებული აუქციონი 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 5 იანვარს დასრულდა. 

პირობების მიხედვით, ელექტრონული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის საფუძველძე, ხელშეკრულება ზუგდიდის მერიასა და შემძენს შორის 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს.

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100%-იიანი წილის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი საკრებულომ 21 დეკემბრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერი დეპუტატს: უზრდელი ხართ და საკრებულო ცირკი ნუ გგონიათ

კლუბ "ზუგდიდის" 51% გასხვისდება (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის "ზუგდიდი" ლიგა 3-ში დაქვეითდა

Print