ახალი ამბები
ს.კ. „ზუგდიდი“ ზაზა ჯანაშიამ იყიდა
საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ ამავე კლუბის დირექტორმა ზაზა ჯანაშიამ იყიდა. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ თავად ჯანაშიამ დაუდასტურა. მისი თქმით, ის „ზუგდიდის“ 100%-იანი წილის მფლობელია. „რა თქმა უნდა, ვგეგმავ სიახლეებსა და ცვლილებებს.  პირველ რიგში გარკვეული ცვლილებები ფეხბურთელებთან მიმართებით იქნება, სიახლეები შეეხება მენეჯმენტსაც“, - დასძინა ჯანაშიამ.

ზაზა ჯანაშია ს.კ. „ზუგდიდში“ გასული წლის გაზაფხულზე მოვიდა. მაშინ ყოფილმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესთავაზეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჯანაშია კლუბის 51%-იანი წილის ყიდვას აპირებდა.

მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილი ჯანაშიამ ელექტრონული აუქციონის საშუალებით 61 000 ლარად შეისყიდა.

ამავე თემაზე:

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ გაიყიდა 

ს.კ. „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტად ზაზა ჯანაშია ინიშნება (ვიდეო)

Print