ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით ერთდროულად შვიდი ადამიანი შეიყვანეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოწამლვის ნიშნებით შვიდი ადამიანი შეიყვანეს. მორიგე ექიმის ლაშა გრიგოლაიას ინფორმაციით, ისინი საავადმყოფოში, სავარაუდოდ, სუფრიდან მოიყვანეს.

„ამჟამად მათი მდგომარეობა არის დინაამიკაში სტაბილური, უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა“, - აღნიშნა გრიგოლაიამ.

მისივე თქმით, პაციენტები, სავარაუდოდ, საკვებით მოიწმალნენ.
Print