რეგიონი
სოხუმში დაბადებულ ინალ არძინბას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მრჩეველის ჩინი მიენიჭა
აფხაზეთში დაბადებულ ინალ არძინბას,  ვლადიმირ პუტინის ბრძანების თანახმად, მე-3 კლასის სახელმწიფო მრჩეველის ჩინი მიენიჭა. ის დღემდე რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში დსთ-ს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

„აფსნიპრესის“ ცნობით, აღნიშნული ჩინი მოხელეს სამუდამოდ ენიჭება და ის გენერალ - მაიორის სამხედრო წოდების ტოლფასია.

ინალ არძინბა აფხაზეთში 1990 წელს დაიბადა. 2014 წლიდან ის რუსეთის პრეზიდენტის ადმინიტსრაციაში მუშაობს.


Print