ახალი ამბები
მაჟორიტარის, მერისა და საჯარო მოხელის განმარტებები დეკლარაციებსა და დაჯარიმებაზე
საჯარო სამსახურის  ბიუროს მიერ ქონებრივი დეკლარაციების უარყოფითად შეფასების შემდეგ დაჯარიმებულ თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა შორის ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია და უგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია მოხვდნენ. ისინი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.




ჯარიმა უკვე გადაიხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ. მისი თქმით, უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციებში ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეცდომებია და არა რამე სახის ქონების შეგნებულად გადამალვა. დეპუტატი ამბობს, რომ ამ კუთხით კანონმდებლობა დასახვეწია. ქვარაიამ განმარტა, რომ მის შემთხვევაში საუბარია 140 ლარზე, რომელიც მან ლექციის წაკითხვის შემდეგ ჰონორარის სახით მიიღო და შემოსავლებში აღნიშნული არ არის.

„არც მახსოვდა ამ თანხის შესახებ, როცა დეკლარაცია შევავსე. ასეთი სახის უზუსტობებია. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში კანონში ხარვეზია ის, რომ არ ასხვავებს მცირე და მასობრივ გარღვევას. ამასთან, პრობლემაა ვადებთან დაკავშირებითაც, რადგან ხშირად ვერ ესწრება ინფორმაციის დაზუსტება, გადამოწმება და ასე შემდეგ. ჩვენ ვმუშაობთ ამ კუთხით, რომ ეს ლაფსუსები აღმოიფხვრას. კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისთვის 1000 ლარი საკმაოდ დიდი თანხაა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქვარაიამ.

1000 ლარიანი ჯარიმა გადაიხადა წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამაც. როგორც მან ჩვენთან განმარტა, მისი დაჯარიმება დეკლარაციაში სახლის მფლობელების წილობრივი მონაცემების არასრულად შევსებამ გამოიწვია.

„საცხოვრებელი სახლის მფლობელების წილობრივი მონაცემები მქონდა შევსებული ჩემზე და დედაჩემზე, თუმცა არ მიმითითებია და-ძმა, რომელიც აქ არ ცხოვრობენ, მაგრამ ამ სახლში არიან ჩაწერილები“, - აღნიშნა ფარცვანიამ და დასძინა, რომ დეკლარაციას მომავალში უფრო ყურადღებით შეავსებს.

რაც შეეხება თენზიგ ქობალიას, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გარკვეული სხვაობა საბანკო ანგარიშებზე რეალურად არსებულ და დეკლარაციაში მითითებულ თანხებს შორის იყო.

„რა თქმა უნდა, შეგნებულად არასწორი ინფორმაცია არ ჩამიწერია. უბრალოდ, არც მახსოვდა, შეიძლება, ბარათიდან მოვხსენი რაღაც რაოდენობის თანხა და დამავიწყდა ან რამე მსგავსი“ - თქვა ქობალიამ.

2017 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ სულ 287 დეკლარაცია შეამოწმა, რომელთაგან უარყოფითად - 224, ხოლო დადებითად 56 დეკლარაცია შეფასდა.

ამ ეტაპზე უწყება მსგავს მონტორინგს ახორციელებს. შესამოწმებელ დეკლარაციებს შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მიწოდებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, ზუგდიდელი დეპუტატების დეკლარაციებიც მოხვდა. საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო ედიშერი თოლორაიას, (ზუგდიდის მაჟორიტარი), ირაკლი ხახუბიას (ფოთის მაჟორიტარი), თენგიზ გუნავასა და ლაშა დამენიას („ევროპული საქართველოს“ წევრები) დეკლარაციებს ამოწმებს.

ამავე თემაზე:

უარყოფითად შეფასებულებში მერაბ ქვარაიას, ბესიკ ფარცვანიასა და თენგიზ ქობალის დეკლარაციები მოხვდა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.