ახალი ამბები
ენგურის ხიდზე დაკავებული 300 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს
საპროტესტო აქციის დროს დაკავებული სოფო მიქია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 300 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ერთ-ერთი ოთხვთვალა ურმის მფლობელი სამართალდამცავებმა დღეს ენგურის ხიდზე მაშინ დააკავეს, როცა ის გზის გადაკეტვას ცდილობდა.



დაკავებულის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობის) და173-ე (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დაიწყო. 



ენგურის ხიდთან იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ვერ მუშაობენ, რადგან ამ ტერიტორიაზე სამი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელიც იმავე მარშუტს სხვადასხვა კავშირის საშუალებით ასრულებს.



თავის მხრივ, სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალი მგზავრების ნაწილი სამარშუტო ტაქსების მომსახურებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე გადასვლა მათთვის ასე უფრო მისაღებია. ავტოსადგურის წარმომადგენლის არსენა ჩანგელიას განმარტებით, სამი სამარშუტო ტაქსი მგზავრებს ზუგდიდიდან ენგურის ხიდზე არსებულ საგუშაგომდე და უკან მოჰყავს. გარდა ამისა, აღნიშნული ტრანსპორტი გალში და გალის რაიონის რამდენიმე სოფელშიც მიდის.

ამავე თემაზე:

მგზავრები: ენგურის ხიდზე გადასვლა სამარშუტო ტრანსპორტით უფრო იაფი და კომფორტულია (ფოტო)

შსს: ენგურის ხიდზე ერთი პირი ორი მუხლით დავაკავეთ

ენგურის ხიდზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს 

ენგურის ხიდთან ურმების მფლობელები გაიფიცნენ

Print