ახალი ამბები
ხობში სამართალდამცავების ავტომანქანა ავარიაში მოყვა
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმედ. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.

მანქანაში, რომელიც ავარიისას დაშავდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.

ჯერჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო, ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
Print