ახალი ამბები
ავტოავარისას დაშავებული სამხედრო ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა
ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაიღუპა. საავადმყოფოს  დირექტორის ნიკა ჭეჟიას განმარტებით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში სულ 6 დაშავებული შემოიყვანეს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყიფილებაში გადაჰყავთ.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მგზავრს, მათ გამოკვლევები უტარდებათ. 

შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარის დეტალებს არკვევენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

ამავე თემაზე:

ხობში სამართალდამცავების ავტომანქანა ავარიაში მოყვა
Print