რეგიონი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დაშვებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის, ქალა ტვინის ტრამვით, ქალა ფუძის მიტეხილობით, გულმკერის დახურული ტრამვითა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით შეიყვანეს.

ავარიის შედეგად საავადმყოფოში მკურნალობას კიდევ ოთხი პაციენტი აგრძელებს. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.



მანქანაში, რომელიც ავარიისას დაშავდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ექვსი თანამშრომელი იმყოფებოდა, მათგან ერთი საავადმყოფოში შეყვანიდან რამოდენიმე წუთში გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევას საქართველოს პროკურატურა იძიებს.


ამავე თემაზე:

ხობში მომხდარი ავტოავარიის საქმეს პროკურატურა იძიებს

ავტოავარისას დაშავებული სამხედრო ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხობში სამართალდამცავების ავტომანქანა ავარიაში მოყვა
Print