ახალი ამბები
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაული გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული ჯ.თ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი და 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print