ახალი ამბები
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლეები არ შეემატება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლეები არ დაემატება. უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდში მოსამართლეობის მსურველი 7 კანდიდატიდან მოსამართლედ მხოლოდ დარინა აბულაძე და ირმა ტოგონიძე გამწესდნენ, თუმცა, კენჭისყრის პროცედურების მიხედვით არა ზუგდიდის, არამედ ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ახალი მაგისტრანტი მოსამართლეები არ ეყოლება მესტიისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებსაც.

სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში ალექსანდრე გოგუაძე იქნება, ახალი მოსამართლე ეყოლება თეიმურაზ სიხარულიძის სახით ფოთის საქალაქო სასამართლოსაც.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ისინი სასამართლოებში დანიშნულ მოსამართლეებს შორის ვერ მოხვდნენ.

კონკურსი გამოცხადებული იყო 52 ვაკანსიაზე. 57 კანდიდატიდან კი მოსამართლის თანამდებობაზე 34 გამწესდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების ეტაპი რამდენიმე დღის განმავლობსი მიმდინარეობდა. კენჭიყრის პროცედურა კი დღეს გაიმართა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლეები შეემატება
Print