ახალი ამბები
აბაშაში მოკლული მამაკაცის ოჯახი ცხედრის პოვნას ითხოვს
აბაშაში დაკარგული მამაკაცის ოჯახი შესაბამისი უწყებებისგან მისი ცხედრის მოძებნას ითხოვს. მოკლულის დედის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი მისი შვილის ბავშვობის მეგობარია, ვისთანაც უთანხმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

„წაუყვანია მდინარესთან, ორი ტყვია უსვრია, შეუხვევია და გადაუგდია. ორნი ყოფილან. ეს ფაქტი ერთ-ერთმა თანასოფლელმა ნახა", - ამბობს მოკლულის დედა.

შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დაკავებულია ორი პირი. მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

აბაშაში დაკარგული მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
Print