ახალი ამბები
ავტოავარისას დაშავებული სამართალდამცავის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

„მოსალოდნელი იყო, რომ ოპერაცია დასჭირდებოდა, თუმცა, არ დასჭირდა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილურად მძიმედაა, მაგრამ, დადებითი დინამიკით“ - აღნიშნა ნიკა ჭეჟიამ.

ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს პროკურატურა იძიებს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ავტოავარიის დროს მანქანაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 6 თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი ზუგდიდის საავამდყოფოსი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე:

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
Print