ახალი ამბები
დე ფაქტო აფხაზეთის საინვესტიციო სააგენტოს ინარ გიცბა უხელმძღვანელებს
დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას ბრძანებით, „სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს“ ხელმძღვანელად ინარ გიცბა დაინიშნა. 2008 - 2012 წლებში 32 წლის გიცბა „რესპუბლიკის საგარეოს საქმეთა სამინისტროში" მუშაობდა.

2013 წლიდან - „რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტში,ხოლო 2014 წლიდან „თურქეთის რესპუბლიკაში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს“.

ინარ გიცბამ აღნიშნულ თანამდებობაზე ალმას ტანია შეცვალა, რომელიც უწყებას 2015 - 2017 წლებში ხელმძღვანელობდა.

საინვესტიციო სააგენტო 2015 წელს შეიქმნა. აფხაზური მედიის ცნობით, სააგენტო „ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გავრცლების და ინვესტორების მოზიდვის მიზნით შეიქმნა“.

Print