რეგიონი
საიამ ოთხოზორიას საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა
საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2018 წლის 11 იანვარს პარტნიორ ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე, პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

“აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.-მა სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. 2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს. საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს“, - ნათქვამიას საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.


Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მესტიაში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების
16:07 / 18.10.2018
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მესტიაში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების
საქართველოს პრეზიდეტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში მხარდამჭერებს შეხვდა.
15:40 / 18.10.2018
საქართველოს პრეზიდეტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში მხარდამჭერებს შეხვდა.
რუსეთის სანიტარიულმა უწყებამ აფხაზეთიდან მცენარეული პროდუქციის ხელბარგით რუსეთის ფედერაციაში შეტანაზე შეზღუდვები მოხსნა.
12:38 / 18.10.2018
რუსეთის სანიტარიულმა უწყებამ აფხაზეთიდან მცენარეული პროდუქციის ხელბარგით რუსეთის ფედერაციაში შეტანაზე შეზღუდვები მოხსნა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე, მავნებლი მწერისგან დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლის მესამე ეტაპი დასრულდა.
11:20 / 18.10.2018
ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე, მავნებლი მწერისგან დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლის მესამე ეტაპი დასრულდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მუშაობა 10 წლის წინ დაიწყო. საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მიზნით, ზუგდიდის საველე ოფისმა ტექნოპარკში საინფორმაციო შეხვედრა
13:39 / 17.10.2018
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მუშაობა 10 წლის წინ დაიწყო. საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მიზნით, ზუგდიდის საველე ოფისმა ტექნოპარკში საინფორმაციო შეხვედრა
სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოლოგიის და გარემოს დაცვის საკითხებზე იმსჯელეს. ჟურნალისტების კითხვები, ძირითადად, ბოლო წლებში გავრცელებული მევნებელი
12:21 / 17.10.2018
სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოლოგიის და გარემოს დაცვის საკითხებზე იმსჯელეს. ჟურნალისტების კითხვები, ძირითადად, ბოლო წლებში გავრცელებული მევნებელი
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ადგილობრივებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით,
10:53 / 17.10.2018
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ადგილობრივებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით,
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას LDA Georgia ავრცელებს.
22:47 / 16.10.2018
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას LDA Georgia ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მანიპულაციია. მისი თქმით, ამით ოპოზიციური პარტია
17:35 / 16.10.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მანიპულაციია. მისი თქმით, ამით ოპოზიციური პარტია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მერიის სხვა შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კულტურის სახლში მივიდნენ, სადაც სარეპეტიციო ფართის
17:20 / 16.10.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მერიის სხვა შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კულტურის სახლში მივიდნენ, სადაც სარეპეტიციო ფართის
არჩევნები
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო ®️
18 / ოქტომბერი 2018
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა,
სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ®️
18 / ოქტომბერი 2018
სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან,
მოქალაქეების აზრი
ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
04 / ოქტომბერი 2018
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. რადიო "ათინათი" დაინტერესდა, აქვთ
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ვის მისცემთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
22 / აგვისტო 2018
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ვის მისცემთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე- ამ კითხვით  რადიო „ათინათმა“
დღის სიახლეები
18 / ოქტომბერი 2018
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მესტიაში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების
18 / ოქტომბერი 2018
საქართველოს პრეზიდეტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში მხარდამჭერებს შეხვდა.
18 / ოქტომბერი 2018
რუსეთის სანიტარიულმა უწყებამ აფხაზეთიდან მცენარეული პროდუქციის ხელბარგით რუსეთის ფედერაციაში შეტანაზე შეზღუდვები მოხსნა.
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
არქივი
გამოკითხვა
ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდი ხმას?
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.