ახალი ამბები
ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ავტოტრანსპორტი ამ დროისთვის კალა-უშგულის კმ171-კმ184-ზე არ გადაადგილდება.

Print