რეგიონი
სენაკში მდინარე ტეხურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკში, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, მდინარე ტეხურზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება. პროექტის მიხედვით, უკვე დასრულდა მდინარე გასწორხაზოვნება 500 გრძივ მეტრზე. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები.

მისი ღირებულება, რომელსაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს 327 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები, რომელიც 2017 წლის 11-12 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება. სამუშაოებზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი.


Print