რეგიონი
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზა გადაიარაღდა
აფხაზეთში განთავსებული სამხრეთის სამხედრო ოლქის რუსული ბაზის ქვედანაყოფებმა 100 ერთეული ახალი და მოდერნიზებული ტექნიკა, თანამედროვე ტანკები - Т-72Б3 და ჯავშანტრანსპორტიორები - БТР-82А მიიღეს. გარდა ამისა, რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი სისტემები და სადაზვერვო კომპლექსები.

აფხაზური მედიის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები ამ დროისთვის წვრთნებს მთებსა და ზღვის სანაპიროზე გადიან. საერთო ჯამში, სამხედრო მომზადების ინტენსიურობა 10%-ით გაიზარდა.

Print