ახალი ამბები
კრიმინალური პოლიციის ცენტრალურმა და სამეგრელოს დეპარტამენტებმა ნარკოდანაშაული გახსნეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსთან ერთად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 42 აბი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.


ფოტო: შსს
Print