რეგიონი
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისთვის მზადება დაიწყეს
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდნეტის ადმინისტრაციაში თათბირი გაიმართა, რომელზეც 2018 წლის მარტში დაგეგმილი რუსეთის ფედერაციის არჩევნებისთვის დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების რაოდენობა 9-დან 16- მდე გაიზრდება. ამის შესახებ „აფხაზეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა“ განაცხადა.

"გამომდინარე იქიდან, რომ სოხუმში ყველაზე მეტი ამომრჩეველი - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - ცხოვრობს, აუცილებელია საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდა“, - აღნიშნა სემიონ გრიგორიევმა.

„აბზახია ინფორმის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია „პრემიერმინისტრ“ ბესლან ბარციცს დაევალა.


Print