ახალი ამბები
თეატალური საზოგადოების სპეციალური წოდება ზუგდიდის თეატრის თანამშრომელსაც მიენიჭა
14 იანვარს, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

თეატრალური საზოგადოების წოდება “ამაგდარი” საქართველოს სხვადასხვა თეატრში მომუშავე 24 ადამიანმა მიიღო, მათ შორის, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის ბუღალტერმა ბელა ქობალიამ (მაქაცარიამ).



სპეციალური წოდება იმ ადამიანებს მიენიჭათ, რომლებსაც თეატრში მუშაობის 50 და მეტი წლის სტაჟი აქვთ და სცენის მიღმა მუშაობენ.

Print