ახალი ამბები
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია
NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული ეკონომიკური ხასიათისაა. კერძოდ, საველე სამუშაოების დრო გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% - სიღარიბეს, 25% - პენსიებს, 23% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. გამოკითხულთა 23%-ისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობაა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას კი CRRC-საქართველო ხორციელდება.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

Print