რეგიონი
NDI : საქართველოს მოსახლეობის 37% უმუშევარია
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 37% უმუშევარია და ჯერ კიდევ სამსახურის ძებნის პროცესშია. გამოკითხულთა 7% უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად ვერ ეძებს, 4% არის უმუშევარი და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, 7% სტუდენტია, 13% კი დიასახლისი, 2% პენსიონერია და ეძებს სამსახურს, კიდევ 2% არის პენსიონერი, უმუშევარი, მაგრამ ამჟამად ვერ ეძებს სამსახურს, 25 % არის პენსიონერი და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 2% არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

Print