ახალი ამბები
გარემოს დაბინძურებისთვის ზუგდიდში ერთი ადამიანი დააჯარიმეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდდასუფთავება ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 31 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2-კილოგრამამდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას ითვალისწინებს.

ააიპ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს,რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში , ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები .



Print