ახალი ამბები
მერია: „თაუნ პარკმა“ დავალიანება და ჯარიმა გადაიხადა
კომპანია „თაუნ პარკმა“, რომელიც ზუგდიდში პარკირებას აწყობს, ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება დაკისრებულ ჯარიმებთან ერთად სრულად გადაიხადა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

„კომპანიამ თანხა 50 750 ლარი ბიუჯეტის ბალანსზე უკვე დარიცხა. გარდა ამისა, „თაუნ პარკმა“ გადაიხადა ჯარიმით გათვალისწინებული თანხა, რომელიც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე 51 ლარს გულისხმობს. სულ კომპანიამ 13 იანვარს 54 508 ლარი დაფარა“, - აღნიშნეს მერიაში.

მათივე ცნობით, საკითხის შესწავლა მერიაში კვლავ მიმდინარეობს და გაუგრძელდება თუ არა ხელშეკრულება „თაუნ პარკს“, ჯერ არ არის ცნობილი.



კომპანიას 10 დღიანი ვადა დავალიანების დასაფარად ზუგდიდის მერიამ იანვრის დასაწყისში მისცა. „თაუნ პარკთან“ დაკავშირებით პასუხებს ქალაქის მერიისა და კომპანიის წარმომადგნლობიდან ელოდებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ოპოზიციამ ისინი მომავალ სხომაზე დაიბარა და საკითხის შესწავლა მოითხოვა.

კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის ივლისში დაიდო.


ამავე თემაზე:

შეუწყდება თუ არა „თაუნ პარკს“ ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაირკვევა

ოპოზიცია „თაუნ პარკის“ საკითხის შესწავლას ითხოვს (ვიდეო)

ორ კვირაში შეცვლილი პოზიცია - ზუგდიდში „თაუნ პარკს“ ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცემა (ვიდეო)

ზუგდიდში ფასიან ავტოსადგომებზე ყოველთვიური და ყოველწლიური აბონემენტი დაწესდა
Print