რეგიონი
ქემოკლიძემ ხურჩაში ე.წ. საზღვრის გადაწევის საკითხზე დასმულ კითხვას კონკრეტულად არ უპასუხა (ვიდეო)
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის თქმით, მხარეებს შორის საუბარი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემის, 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული პაატა როგავას გათავისუფლებისა და ბორდერიზაციის საკითხებს შეეხო.

„არსებობს იმის დამადასტურებელი კადრები, რომ რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა საქართველოს მოქალაქე და ის დღესაც დაუსჯელია. ეს ნამდვილად არის პრობლემა და კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ მის ქართული მხარისთვის გადმოცემა და საქმის ლოგიკური დასასრული“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩაში გასულ წელს გავლებული მავთულხლართები უკან დაწიეს, მას კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა, თუმცა ზოგადად ბორდერიზაციის პროცესს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს საკითხი გალის შეხვედრების განხილვის მუდმივი საგანია.

"ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში დაიწყეს სოფელ ხურჩაში მავთულხლართების გაბმა, გასული წლის დეკემბერში კი ამ უკანონო ინსტალაციების საოკუპაციო ხაზის სიღრმეში გადაწევა. მოლაპარაკებები დასრულებული იქნება მაშინ, როდესაც უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები აღარ იქნება", - დასძინა ქემოკლიძემ.




ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა ჩართულნი არიან ევროკავშირი, ეუთო და გაერო.

მორიგი შევხედრა 27 თებერვალს ჩაინიშნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.