ახალი ამბები
სუს-ი ხურჩაში ე.წ. საზღვრის გადაწევის ფაქტს ადასტურებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან 2017 წლის აპრილიდან გავლებული მავთულხლართები, დაახლოებით, 100-150 მ-ის სიღრმეზე გადაწიეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

„2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურჩის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესის რამოდენიმე ეპიზოდი დაფიქსირდა. კერძოდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის აპრილის მიწურულს პირველად მოახდინეს ზემოაღნიშნულ ლოკაციაზე ბოძებისა და მავთულხლართების ინსტალაცია. ანალოგიურ უკანონო ქმედებებს ასევე ადგილი ჰქონდა მაისის, აგვისტოს და დეკემბრის პერიოდშიც. მიმდინარე წლის იანვრის თვეში კი დაფიქსირდა ზემოხსენებული უკანონო ინსტალაციების რელოკაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე 100-150 მ. სიღრმეში.საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის ზემოხსენებული ფაქტები, უკანონო ქმედებებს წარმოადგენს“, - აღნიშნეს სუს-ში.

ხურჩა-ნაბაკების ე.წ. საზღვართან რუსი სამხედროები მავთულხლართებს რამდენიმე თვის განმავლობაში ავლებდნენ. ხურჩის გამგებლის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად მათ საქართველოს მიერ კონტოლირებადი ტერიტორიის, დაახლოებით, 2 ჰა ფართობის მიწა ჰქონდათ მიტაცებული.

Print