ახალი ამბები
ანაკლიის პორტის გუნდი სამუშაო ვიზიტით პანამაში იმყოფება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გუნდი სამუშაო ვიზიტით პანამაში მანზანიოს ტერმინალზე გაემგზავრა, რომელსაც ოპერირებას SSA Marine-ი უწევს. გუნდის წევრებმა საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მოინახულეს და ადგილობრივ გამოცდილებას გაეცნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

პანამის არხთან მდებარე, 1600 მეტრის სიმაღლის თანამედროვე ტიპის ამწეებით, უახლესი ტექნოლოგიებითა და სისტემით აღჭურვილი პანამის მანზანიოს ტერმინალის მთლიანი ღირებულება 650 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.



SSA Marine ის კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალს გაუწევს ოპერირებას.
Print