ახალი ამბები
ფოთში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვამ გამორიყა
ფოთში შუახნის ქალი, რომელიც 26 დეკემბრის შემდეგ არავის უნახავს, გარდაცვლილი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე დღეს დილით სამართალდამცავებმა მისი ცხედარი ნახეს, რომელიც ზღვამ გამორიყა.

უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ძებნის საქმე დაუყოვნებლივ შედგა და მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები. მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ქალი მარტოხელა იყო, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.


ამავე თემაზე:

ფოთში დაკარგულ ქალს ეძებენ


Print