რეგიონი
ასოციაცია "ათინათმა" "ახალგაზრდა ვიზიტორებს" უმასპინძლა (ვიდეო)
ფოთიდან 20 ახალგაზრდა სასწავლო ვიზიტით ზუგდიდს ეწვია. მათ ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს. თიხისგან დაამზადეს ლარნაკები და სხვადასხვა სუვენირი;


დაეუფლნენ მარციპანის დამუშავების ხელოვნებას;



საკუთარი ხელით გამოჭრეს ხის ბაბთები და სხვა საინტერესო ფიგურები.



შეხვედრა სოციალურ საწარმო "MEGO ბარში" დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა.

როგორც რადიო „ათინათთან“ ერთ-ერთმა მონაწილე არჩილ გვასალიამ აღნიშნა, დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო.


„მონაწილეები დაყოფილი ვიყავით სხვადასხვა ჯგუფად. თითეულმა ჯგუფმა აირჩია სხვადასხვა სფერო. ეს იყო მარციპანის დამუშავება, ხისა და თიხის დამუშავება. გარდა ამისა ბავშვებმა გავიცანით ერთამაენთი და დავისხაეთ სამომავლო გეგმები“, - აღნიშნა გვასალიამ.



ფოთის საზღვაო ნავსადგურის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელის მარიკა ნადარაიას თქმით, მსგავსი პროექტების მიზანი ახალგაზრდების განვითარება და სამოქალაო აქტივიზმის გაძლიერებაა.

ღონისძიება ასოციაცია „ათინათისა“ და კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ განხორციელებული პროექტის „ახალგაზრდა ვიზიტორები“ფარგლებში გაიმართა. ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა "სიდა"-ს და სამოქალაქო საზოგადოების ქსელის დახმარებით შედგა. პროექტის მიზანია ფოთელი და ზუგდიდელი ახალგაზრდების სამოქალაქო და მოხალისეობრივი აქტივიზმის გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა, მომავალი თანამშრომლობის, კომუნიკაციის, და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. შემდეგი ეტაპი დაგეგმილია 3 თებერვალს, ზუგდიდელი ახალგაზრდები ფოთს ეწვევიან.



Print