ახალი ამბები
ლაშა გოგია: ყველა საბავშვო ბაღი საკვები პროდუქტით უზრუნველყოფილია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას თქმით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების კვება უზრუნველყოფილია. გოგიას განმარტებით, ერთთვიანი ხელშეკრულება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ერთ-ერთ კომპანიასთან უკვე გაფორმდა.

“მენიუში არ არის არავითარი კლება და ცვლილება. მანამდე დავდეთ ერთთვიანი ხელშეკრულება. ტენდერი კი საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა მერმა.



რაც შეეხება იანვრის თვის ხელფასებს, გოგიას თქმით, რეორგანიზაციისა და ახალი ააიპ-ის დაფუძნების შემდეგ ხელფასები თანამშრომლებს იმ კონკრეტული რიცხვიდან ჩაერიცხებათ, როდესაც ხელშეკრულებები დადეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება დღეს განაახლეს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში სწავლა 22 იანვარს დაიწყება
Print