ახალი ამბები
გარემოს დაბინძურებისთვის ზუგდიდში ერთი პირი დაჯარიმდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდდასუფთავების ცენტრი ავრცელებს. გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 2-კილოგრამამდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაააჯარიმეს.

ააიპ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს,რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

Print