რეგიონი
სოხუმში მორგი გაძარცვეს
დაუდგენელმა პირებმა სოხუმის მორგი გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. თავდამსხმელებმა კარი შეამტვრიეს, მორგში შეაღწიეს და სეიფი გატეხეს. „აბხაზია ინფორმის“ ცნობით, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გენადი ბობუა მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.




Print