რეგიონი
ზუგდიდელმა მოსწავლეებმა ერთმანეთის სკოლების ჭიშკრები შეღებეს
ასოციაცია ,,ათინათის“ პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში, ჩხორიისა და ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის 11-ე საჯარო სკოლებს შორის გაცვლითი ვიზიტი შედგა. ახალგარზდებმა ერთი დღით სკოლები გაცვალეს, წარმოადგინეს პრეზენტაციები და ერთმანეთის სკოლების ჭიშკრები შეღებეს.


ახალგაზრდული კლუბების კოორდინატორმა სალომე გუგუჩიამ აღნიშნა, რომ ასეთი სახის აქტივობები ხელს უწყობს სკოლებს შორის თანამშრომლობასა და ახალგაზრდების იდეების განხორციელებას.



პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ასოციაცია ,,ათინათი" გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-თან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Print