რეგიონი
მოსწავლეების ერთი დღე პროკურატურაში (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. უფროსკლასელებს რაიონის პროკურორი ლევან სალია უწყების მნიშვნელობასა და ფუნქციების შესახებ ესაუბრა. ასევე, მათ პროკურორების საქმიანობისა და უფლებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


პროკურორის თქმით, მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდას უწყობს ხელს.



„პროკურატურაში რამოდენიმე სკოლის მოსწავლე გვესტუმრა. დასვეს საინტერესო შეკითხვები, რაზეც მათ ამომწურავი პასუხები გავეცით“, - აღნიშნა სალიამ.



შეხვედრა პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება.



Print