ახალი ამბები
ელექტრონული პეტიციების პლატფორმის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაცია „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა და საია-ს თავმჯდომარემ გამართეს. მათ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პორტალის მოხმარების წესები და პირობები გააცნეს.

ზვიად დევდარიანის თქმით, პორტალის მთავარი ამოცანაა, რომ მოქალაქეებმა მთავრობისთვის საკუთარი ხმის მიწვდენა შეძლონ.

„განსაკუთრეულად საინტერესოა, რომ ამ პეტიციის ფარგლებში, თუ გაიარა შესაბამისი მოთხოვნები, მთავრობა ვალდებული იქნება, სხდომაზე განიხილოს შინაარსი და დასაბუთებული პასუხი მიაწოდოს წარმდგენ პირებს. ვფიქრობთ, რომ რეგიონებში გავააქტიუროთ პროცესი“- განაცხადა "სიდა"- ს დირექტორმა.



სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ პეტიციების სამთავრობო პლატფორმის შექმნა დაგვიანდა, თუმცა იმედოვნებს, რომ ვებ-გვერდის მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლებათ, დისტანციურად მიაწოდონ ის იდეა მთავრობას, რომლის გადაჭრა მათთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მიზანია, რომ დედაქალაქში და რეგიონებში ადამიანებს ვუთხრათ, რა თემებია მთავრობის კომპეტენციაში, როგორ გამოიყენონ პორტალი და როგორ შევქნათ პრეცედენტი, რომ რეალური ცვლილებები მივიღოთ. გარდა ამისა, გავუწევთ სხვადასხვა კონსულტაციას, რათა გავააქტიუროთ ეს პროცესი“ - დასძინა საია-ს თავმჯდომარემ.

სამთავრობო პლატფორმის პრეზენტაციას საია და სიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ.

Print