ახალი ამბები
NDI ზუგდიდის საკრებულოში ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსს აცხადებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ზუგდიდის საკრებულოში სრულგანაკვეთიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსს აცხადებს. სტაჟირება ექვსთვიანია და თებერვლიდან აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ვაკანსიის ტექსტშია აღნიშნული, სტაჟირება სრულ განაკვეთიანია (სამუშაო საათები 10:00 - 18:00 საათი). NDI სტაჟიორებს 150 დოლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიით უზრუნველყოფს. საკრებულოებში შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე აქტივობებში და გაიარონ NDI-ის მიერ სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგები. გამოცდილებიდან გამომდინარე, სტაჟიორები საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციასა და კომისიაში იმუშავებენ.

წარმატებული კანდიდატები ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

1. ბაკალავრის დიპლომი შემდეგ დარგში:

** საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები
** სამართალი
** საჯარო მმართველობა
** ეკონომიკა
** ფინანსები
** მენეჯმენტი
** საზოგადოებასთან ურთიერთობები

2. პოლიტიკური პროცესების კარგი ცოდნა
3. ძლიერი ანალიტიკური უნარები
4. ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა
5. დავალებების დროულად შესრულების უნარი
6. გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
7. ძლიერი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
8. წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
9. კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office, Internet, Social Media).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 30 იანვრამდე (23:00 საათი) CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it უნდა გამოაგზავნონ. ამასთან, უნდა მიუთითონ შესაბამისი პოზიციის დასახელება (მაგ. "ზუგდიდის საკრებულოს სტაჟიორი") ელ.ფოსტის სათაურში. ტესტირებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაიბარებენ.

(NDI) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებასა და გავრცელებაზე მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, 2014 წლიდან, NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას ახორციელებს საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საკრებულოების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებასა და საკრებულოს ამომრჩეველთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწას.



Print