ახალი ამბები
პორტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაო მიმდინარეობს
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე სამუშაო პროცესია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, საინჟინრო ჯგუფი გეოდეზიურ სამუშაოებს ახორციელებს, პორტის აღმოსავლეთით კი გრუნტის შესასწავლად მიწას იღებენ.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, კონსორციუმის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების შემდეგ, უახლოეს დღეებში სპეციალური ტექნიკას აამუშავებენ და სამელიორაციო არხის გათხრიან.

ანაკლიის პორტის მშენებლობა გასული წლის 24 დეკემბერს ოფიციალურად დაიწყო.




მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:

• საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას;

• გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე);

• 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება;

• 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე ბეტონის საფარის მოწყობა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამავე თემაზე:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)

Print