ახალი ამბები
რუხის მშენებარე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი მუშა გარდაიცვალა
რუხის მშენებარე საავადმყოფოში ერთ-ერთი მუშა, შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, არსებული ინფორმაციით, შეყვანიდან, დაახლოებით ოც წუთში გარდაიცვალა.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კომაში მყოფი პაციენტის გადარჩენა ექიმებმა, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხეს.

"შემოყვანისას მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ჩაუტარდა საჭირო პროცედურები, მიმდინარეობდა რეანიმაციაც. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თავისა და გულმკერდის ტრამვები გახდა", - ამბობენ საავამდყოფოში. 

დაღუპულის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ის საავადმყოფოს მშენებლობის შიდა სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

Print