ახალი ამბები
ზუგდიდში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა
ზზუგდიდის ცენტრში მშენებარე ობიექტიდან ჩამოვარდნილი მუშა თავს კარგად გრძნობს. თვითმხილველების თქმით, 55 წლამდე მამაკაცმა სამშენებლო ობიექტზე, სავარაუდოდ, თავი ცუდად იგრძნო და ჩამოვარდა, თუმცა ქვიშაზე დაეცა და მსუბუქი დაზიანებები მიიღო.


„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, მაგრამ არაფერი სჭირდა და თავისი ფეხით წავიდა სახლში“, - თქვეს თვითმხილველებმა.

რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტის შემოყვანის ფაქტს არ ადასტურებენ.




Print