რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლა რეაბილიტირდება
მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო. მერიის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები "სკოლების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სკოლებს:

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა - მინი სტადიონის რეაბილიტაცია;

ზედაეწერის საჯარო სკოლა - სანიტარული კვანძის რეაბილიტაცია;

ოდიშის N2 საჯარო სკოლა - მეორე სართულის დერეფნის რეაბილიტაცია;

კახათის N1 საჯარო სკოლა - მესამე სართულის დერეფნის რეაბილიტაცია;

ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა - სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია;

დიდინეძის საჯარო სკოლა - პირველი სართულის დერეფნის რეაბილიტაცია;

ინგირის N1 საჯარო სკოლა - სპორტული დარბაზის იატაკის რეაბილიტაცია;

რუხის საჯარო სკოლა (ნაწულუკუს შერწყმული სკოლა) - ოთახების რეაბილიტაცია;

ახალაბასთუმანის საჯარო სკოლა - ოთახების რეაბილიტაცია;

გრიგოლიშის საჯარო სკოლა - სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია;

ერგეტას საჯარო სკოლა- შშმ (რესურს ოთახი) მოსწავლეებისთვის ოთახის რეაბილიტაცია;

ონარიას საჯარო სკოლა - სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია;

კახათის N2 საჯარო სკოლა - შიდა ელექტროგაყვანილობის სამუშაოების დაფინანსება;

ახალკახათის საჯარო სკოლა - სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია;


Print