ახალი ამბები
ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ანაკლიაში "მომავლის ბანაკის" და იქვე მდებარე დასახლების მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 23 იანვარს გამოცხადდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამუშაოების მოწყობაზე წინადადებების მიღებას მიმდინარე წლის 2 თებერვალს დაიწყებს და 14 თებერვალს დაასრულებს. შესყიდვის ღირებულება 1 374 502 ლარია.



საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია თიკორი-ჭურიის მონაკვეთის ნაპირების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შესაძლებლობის ფარგლებში სანაპიროსთვის ოპტიმალური პროფილის აღდგენა და მისთვის ნაპირდამცავი ფუნქციის დაბრუნება.




Print