ახალი ამბები
ასამდე გარემოვაჭრე მერიასთან: თუ მერი არ ჩამოვა, შენობაში შევიჭრებით (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეები მერიის შენობასთან არიან შეკრებილები და ლაშა გოგიასთან შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შენობაში შეჭრით იმუქრებიან. მათ შენობაში თვითნებურად შესვლა უკვე სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.

„ჩვენი არჩეულია მერი და კეთილი ინებოს და შეგვხვდეს. მოვითხოვთ, რომ დაგვიბრუნონ დახლები და მოგვცენ მუშაობის საშუალება“, - ამბობენ მოვაჭრეები.

ისინი ზედამხედველობის სამსახურის მიერ წუხელ მათი დახლების აღებას აპროტესტებენ.


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან
Print