ახალი ამბები
გარემოვაჭრეები გუბერნიიდან ისევ მერიისკენ მიემართებიან
ამ წუთებში გარემოვაჭრეები სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან ისევ მერიისკენ მიემართებიან. ისინი საავტომობილო გზაზე გადაადგილდებიან, რის გამოც ავტომობილების მოძრაობა ისევ შეფერხდა.




მათ მერიაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ გუბერნიის შენობაში ხელისუფლების წარმომადგენლები არ იმყოფებიან.



ცოტა ხნის წინ მათთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის  თავმჯდომარე ანა წითლიძე მივიდა. მისი თქმით, გარევაჭრობის რეგულირების წესის გადახედვა აუცილებელია, რადგან აკრძალვა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე არ უნდა მოქმედებდეს.




„არანაირი ქალაქის იერსახის მოწესრიგებაზე არ არის საუბარი, იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე ფინანსური დაინტერესება ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და შეიარაღებული ფორმირების "ტყის ძმების" ყოფილ მეთაურს დათო შენგელიას აქვთ. ბოლომდე დავუდგებით ამ ადამიანებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან“, - აღნიშნა წითლიძემ.

მისივე თქმით, ენმ საკრებულოში გარევაჭრობის რეგულირების წესის შეცვლის შესახებ შუამდგლობას დააყენებს. წითლიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შესახვედრად სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შევიდა, თუმცა მამუკა წოწერია ადგილზე არ დახვდა.

ამავე თემაზე:

ცენტრალურ გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია

Print