ახალი ამბები
მერისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა უშედგეოდ დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდში გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცისთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლაშა გოგიას შეხვდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ მერიამ გარევაჭრობის რეგულირების წესს, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა, უნდა გადახედოს, რადგან ის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილს ეხება.

ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარის ანა წითლიძის ცნობით, მერი აღნიშნული რეგულაციის გადახედვას არ აპირებს და არც გარევაჭრობის დაშვებას გეგმავს.

"მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს გავაცანით გარემოვაჭრეების და ჩვენი პოზიცია. ვითხოვთ, რომ შეიცვალოს გარევაჭრობის წესი და ის მთლიანად დარეგულირდეს ქალაქში. მოქმედი წესი უსამართლოა, რადგან ის ეხება მხოლოდ ამ ხალხს... ჩვენ ბოლომდე დავდგებით მოვაჭრეების გვერდით", - აღნიშნა წითლიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრი ბათლომე შელია მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხისადმი შერჩევითი მიდგომა აქვს.

"ყველა ვთანხმდებით, რომ გარევაჭრობა მოსაწესრიგებელია, მაგრამ არა გარკვეული პირების ბიზნეს ინტერესებისა და ამ ხალხის გაუბედურების ხარჯზე", - თქვა შელიამ.

გარემოვაჭრეები მერიის შენობასთან აქციებს დილიდან მართავენ. მათ შენობაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები მერთან შეხვედრაზე იმყოფებიან

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.