რეგიონი
ხაჯიმბა: ხშირად მომმართავენ სოციალური ქსელების აკრძალვის თხოვნით
სოხუმის რაიონის მცხოვრებლებთან შეხვედრისას, რაულ ხაჯიმბა სოციალური ქსელების მომხმარებლების ქცევას შეეხო, წერს „აფსნი ლაიფი“. "მე უკვე შევეჩვიე იმას, რომ სხვადასხვა კუთხით წარმომადგენენ, მაგრამ როდესაც ეს, ვთქვათ, იმ სახელმწიფოების ხელმძღვანელების მიმართ
ხდება, რომლებთანაც ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების აწყობას, შეურაცხყოფას აყენებენ და ამცირებენ მათ, ეს მთელი აბხაზი ხალხის სირცხვილია... “, - აღნიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მას მიმართავენ რიგითი მოქალაქეები, ასევე „პარლამენტის“დეპუტატები, რათა სოციალური ქსელების აკრძალვის საკითხი დაისვას.


„სავარაუდოდ, ჩვენ მივიღებთ შესამაბის გადაწყვეტილებას და მივალთ საერთო აზრამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - უთხრა რაულ ხაჯიმბამ შეხვედრის მონაწილეებს.

Print