რეგიონი
გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარედ ისევ შეიკრიბნენ
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი მერიის შენობასთან მისვლას და აქციის განახლებას გეგმავენ. „არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ. ჩვენ აქ მუშაობის გარდა სხვა გზა არ გვაქვს“, - აღნიშნავენ ისინი.

რაც შეეხება მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოვაჭრეების ნაწილი შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართს დასთანხმდა, გარემოვაჭრეები ამ ფაქტს „დადგმულ სპექტაკლს“ უწოდებენ.



გარემოვაჭრეებისა და ზუგდიდის მერის შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. მათი მტკიცებით, მერიას მათთვის სავაჭრო ფართები გამოყოფილი არ აქვს. თავის მხრივ, მერი ამბობს, რომ მათ სხვადასხვა ობიექტზე ფართები შესთავაზა, თუმცა მოვაჭრეები უარზე არიან. გოგიას თქმით, გადაწყვეტილება არ შეიცვლება.


მერთან შეხვედრით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები აქციებს აანონსებენ (ვიდეო)
Print